ავტორიზაცია

სერია ა-ში მომუშავე მწვრთნელების ხელფასების რეიტინგი — ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს?

სერია ა-ში მომუშავე მწვრთნელების ხელფასების რეიტინგი — ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტს?
თარიღი 03 ნოე 2021, 11:29

Calcio e Finanza-მ იტალიის ჩემპიონატში მომუშავე სპეციალისტების ხელფასებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, სერია ა-ში ყველაზე მეტს ჟოზე მოურინიო ("რომა") და მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") გამოიმუშავებენ - წლიურად 7 მილიონი ევრო. მესამე ადგილს სიმონე ინძაგი იკავებს, რომელიც "ინტერში" 4 მილიონს იღებს.

ამ დროისთვის, უცნობია იგორ ტუდორისა ("ვერონა") და სტეფანო კოლანტუონოს ("სალერნიტანა") ხელფასების ოდენობა, რადგან გუნდები სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარეს.

სერია ა-ს მწვრთნელთა ხელფასების რეიტინგი (გადასახადების გადახდის შემდეგ):

1-2.მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი") - 7 მილიონი ევრო;

1-2. ჟოზე მოურინიო ("რომა") - 7 მილიონი;

3. სიმონე ინძაგი ("ინტერი") - 4 მილიონი;

4-5. მაურიციო სარი ("ლაციო") - 3 მილიონი;

4-5. ლუჩიანო სპალეტი ("ნაპოლი") - 3 მილიონი;

6. ჯან პიერო გასპერინი ("ატალანტა") - 2,2 მილიონი;

7-9. სტეფანო პიოლი ("მილანი") - 2 მილიონი;

7-9. სინიშა მიხაილოვიჩი ("ბოლონია") - 2 მილიონი;

7.9. ივან იურიჩი ("ტორინო") - 2 მილიონი;

10. ვინჩენცო იტალიანო ("ფიორენტინა") - 1,2 მილიონი;

11. ვალტერ მაცარი ("კალიარი") - 1 მილიონი;

12. დავიდე ბალარდინი ("ჯენოა") - 900 ათასი;

13. ალესიო დიონისი ("სასუოლო") - 850 ათასი;

14. რობერტო დ'ავერსა ("სამპდორია") - 750 ათასი;

15. ტიაგო მოტა ("სპეცია") – 700 ათასი;

16. ლუკა გოტი ("უდინეზე") - 600 ათასი;

17-18. პაოლო ძანეტი ("ვენეცია") - 500 ათასი;

17-18. აურელიო ანდრეაცოლი ("ემპოლი") - 500 ათასი.