ავტორიზაცია

აგუეროს სერიოზული პრობლემები აქვს - ბარსელონა ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე დაფიქრდა

აგუეროს სერიოზული პრობლემები აქვს - ბარსელონა ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე დაფიქრდა
თარიღი 03 ნოე 2021, 12:03

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც ესპანური გამოცემა Cadena Cope იტყობინება, კატალონიური გრანდი თავდამსხმელის დამატებას აპირებს მას შემდეგ, რაც სერხიო აგუეროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა.

"ბარსაში" ძალიან ესიმპათიურებათ "მანჩესტერ სიტის" შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, რომელთანაც მოლაპარაკებებს გასულ ზაფხულსაც აწარმოებდნენ.

ახლა კი, გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსებმა 26 წლის ინგლისელის კანდიდატურა ახალ მთავარ მწვრთნელთან უნდა შეათანხმონ.

მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონას" სათავეში ხავი ერნანდესი ჩაუდგება, ეს უკანასკნელი ამჟამად ყატარულ "ალ სადს" წვრთნის.