ზედიზედ მეორედ - სიტის გულშემატკივრებმა თვის საუკეთესო ფეხბურთელი აირჩიეს

„მან სიტის“ ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა ზედიზედ მეორედ გახდა გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
27 წლის პორტუგალიელი „სიტის“ გულშემატკივრებმა გუნდის საუკეთესოდ ჯერ სექტემბერში დაასახელეს, შემდეგ კი ოქტომბერშიც.
სილვამ ხმების 45% დააგროვა და დიდ ბრძოლაში ფილ ფოდენს აჯობა (44%).
ოქტომბერში ბერნარდუმ კლუბის მაისურით 5 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გასულ ზაფხულს პორტუგალიელ ფეხბურთელს „ეტიჰედის" დატოვება სურდა, მისით „ატლეტიკო" ინტერესდებოდა და შესაძლო ტრანსფერზე პეპ გვარდიოლამ ღიადაც ისაუბრა. თუმცა საბოლოოდ, ბერნარდუ მანჩესტერში დარჩა.