ავტორიზაცია

ბარსელონა კომპენსაციის გადახდას დათანხმდა - ხავი პრაქტიკულად დანიშნულია

ბარსელონა კომპენსაციის გადახდას დათანხმდა - ხავი პრაქტიკულად დანიშნულია
თარიღი 03 Nov 2021, 16:52

„ბარსელონა“ „ალ სადთან“ მოლაპარაკებებში დათმობაზე წავიდა და ხავი ერნანდესის სანაცვლოდ კომპენსაციას გადაიხდის.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „ტვიტერში“ იტყობინება, რომ კატალონიური კლუბი ყატარელებს 1 მილიონ ევროს გადაუხდის და ხავის დანიშვნას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დააადასტურებს.

„ალ სადი“ გაჯიუტდა და დათობაზე წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა - „ბარსას“ იმედი ჰქონდა, რომ ყატარელები ხავის უფასოდ გამოუშვებდნენ, თუმცა მისი ეს სურვილი არ დაკმაყოფილდა.

ყატარული გუნდი ითხოვდა, რომ მოლაპარაკებებისთვის მათთან უშუალოდ „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გამოცხადებულიყო, თუმცა ფუნქციონერმა ამის გაკეთება არ ისურვა, რამაც „ალ სადის“ უფროსობა კიდევ უფრო გააბრაზა. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაადასტურებს „ბარსა" ხავის დანიშვნას, თუმცა ეს უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. ახლა ისღაა გასარკვევი, მოასწრებს თუ არა ერნანდესი კლუბის გაყვანას „სელტასთან" 6 ნოემბრის მატჩზე.