ავტორიზაცია

ოფიციალურად: საბურთალომ შუბითიძე გაუშვა და კორღალიძე დააბრუნა

ოფიციალურად: საბურთალომ შუბითიძე გაუშვა და კორღალიძე დააბრუნა
თარიღი 03 ნოე 2021, 18:59

როგორც მოგეხსენებათ, "საბურთალომ" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხვიჩა შუბითიძე გაათავისუფლა. თბილისური კლუბი ქართველ თავკაცს ასე დაემშვიდობა:

"ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხვიჩა შუბითიძე საბურთალოს დაემშვიდობა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ხვიჩას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში".

შუბითიძეს შეცვლის ლევან კორღალიძე, რომელიც წარსულში "საბურთალოში" უკვე მუშაობდა, 2017-2021 წლებში, როგორც აკადემიაში, ისე მთავარ გუნდშიც. ქართველი დამრიგებლის კომენტარი ასეთია:

"მოხარული ვარ, რომ საბურთალოში დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. საბურთალოდან წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს.

მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები საბურთალოში", - განაცხადა თბილისურ გუნდში დაბრუნებულმა მწვრთნელმა.