VIDEO: ვინიშოუ და ბენზემას დუბლი - რეალმა შახტარს ბრძოლაში მოუგო
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის „რეალმა“ „შახტარს“ შინ მძიმე ბრძოლაში მოუგო.
შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მადრიდული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის მე-14 წუთზე ვინისიუს ჯუნიორი მცველს უკნიდან გამოეპარა, ბურთი მოპარა და ცარიელ კარზე კარიმ ბენზემას დაუგორა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
გოლის შემდეგ მადრიდელები მოეშვნენ და დაისაჯნენ - 39-ე წუთზე ფერნანდომ ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვების გოლი კი იმავე წყვილმა გაიტანა - 61-ე წუთზე კარიმ ბენზემამ შესანიშნავი კომბინაციის და ვინისიუსის საგოლე პასის შემდეგ გაიტანა და „რეალს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
დარჩენილ დროში დონეცკელებმა მადრიდელთა კართნ რამდენიმე იერიში მიიტანეს, თუმცა ტიბო კურტუამ „რეალს“ გამარჯვება შეუნარჩუნა.
„რეალმა“ 4 ტურში 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. „შახტარი“ კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.