ავტორიზაცია

VIDEO: მილანი ლიგაზე ისევ ვერ იგებს - პიოლის გუნდმა ტურნირზე პირველი ქულა აიღო

თარიღი 03 ნოე 2021, 23:44

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „მილანმა“ შინ „პორტუს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-6 წუთზე ლუის დიასმა პორტუგალიური გუნდი დააწინაურა, ანგარიშის გათანაბრება კი „როსონერიმ“ მბემბას ავტოგოლით 61-ე წუთზე შეძლეს.

„მილანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა აიღო და 1 ფრით და 3 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება, „პორტუ“ კი 5 ქულით ჯერჯერობით მეორეა.