დემბელეს 3 ევროპული გრანდი უმიზნებს — ცნობილია, თუ რას გეგმავს თავად ბარსელონას თავდამსხმელი
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელს, უსმან დემბელეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა უნდა, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport.
24 წლის ფრანგმა ახლობლებს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილის შესახებ ამცნო - იგი კლუბში თავს კომფორტულად გრძნობს.
მხარეები ახლა ახალ ხელშეკრულებაზე იმუშავებენ, მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა.
ამავდროულად, ფეხბურთელის აგენტები მოლაპარაკებების პროცესს ართულებენ, რადგან მათი კლიენტისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი", "იუვენტუსი" და "ჩელსი" იჩენენ. თუმცა, "ბარსაში" გარიგების ნოემბერში გაფორმების იმედი აქვთ.
უსმანს მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსამ" შესაძლოა დემბელე გუნდიდან მოკვეთოს, თუ იანვრამდე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.
დემბელემ ამ სეზონში პირველი მატჩი სამშაბათს გამართა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით, კიევის "დინამოსთან" (1:0).