ავტორიზაცია

ხავიმ ლაპორტას სია უკვე გადასცა — 4 ტოპ-ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ესპანელ მწვრთნელს ბარსელონაში სურს

ხავიმ ლაპორტას სია უკვე გადასცა — 4 ტოპ-ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ესპანელ მწვრთნელს ბარსელონაში სურს
თარიღი 04 Nov 2021, 19:51

ხავის, რომელიც ძალიან მალე "ბარსელონას" უნდა ჩაუდგეს სათავეში, სურს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის შემადგენლობა სერიოზულად გააძლიეროს.

ასე და ამგვარად, როგორც El Nacional იტყობინება, 41 წლის სპეციალისტს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი"), პოლ პოგბას ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დანი ოლმოსა ("ლაიფციგი") და ჟიულ კუნდეს ("სევილია") ხილვა უნდა.

"დორტმუნდის" ფორვარდი მთავარი სამიზნეა ხავისთვისაც და "ბარსას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთვისაც. მომავალ ზაფხულს მისი შესყიდვა 75 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. პოგბას "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ არ შეთანხმებულან. აგრეთვე, პოგბასადმი ინტერესს "რეალი", "პსჟ" და "იუვენტუსიც" იჩენენ.

ორივე ამ სუპერვარსკვლავის ინტერესებს აგენტი მინო რაიოლა იცავს, რომელსაც ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამან შესაძლოა მოლაპარაკებებზე გავლენა იქონიოს.

ოლმოს "ბარსაში" დაბრუნება უნდა. შესაძლოა, ეს უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მოხდეს. გარიგების იჯარით სახით გაფორმება განიხილება.

ამასთანავე, ხავის "ბარსაში" კუნდეს ხილვა სურს. საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველის ტრანსფერის გაჩარხვა შედარებით რთული იქნება, რადგან "სევილია" მას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს. მისდამი ყურადღებას "ჩელსი", "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენს.