ავტორიზაცია

VIDEO: ჟოზეს რევანში არ შედგა - რომა ბოდო გლიმტთან მეორე მატჩის წაგებასაც ბოლო წუთებზე გადაურჩა

თარიღი 05 ნოე 2021, 02:07

უეფა კონფერენც ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „რომამ“ საკუთარ კედლებში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

ამ მატჩს მოურინიოს გუნდისთვის დამატებითი მნიშვნელობა ჰქონდა - წინა ტურში რომაელები ნორვეგიაში სენსაციურად, 1:6 განადგურდნენ, ამიტომ ყველა ელოდა, რომ რომში „მგლები“ საკადრის პასუხს გასცემდნენ.

საკადრისი პასუხი კი არა, „ბოდო გლიმტს“ იტალიაში გამარჯვებამდეც ცოტა დააკლდა - გუნდი ორჯერ იგებდა, 45+1 და 65-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით, თუმცა „რომამ“ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და მარცხსაც გადაურჩა.

„რომას“ რიგებში თავი ელ შაარავიმ (54’) და იბანიესმა (84’) გამოიჩინეს.

4 ტურის შემდეგ „რომა“ ცხრილის მეორე ადგილზე 7 ქულით იმყოფება, „ბოდო გლიმტი“ კი კვარტეტს 8 ქულით ლიდერობს.