ავტორიზაცია

VIDEO: ყველაზე ხმაურიანი მატჩი ფრედ დასრულდა - მარსელმა და ლაციომ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოავლინეს

თარიღი 05 ნოე 2021, 02:17

ევროპა ლიგისა და უეფას კონფერენც ლიგის გათვალისწინებით, საღამოს ყველაზე დიდი და სახელიანი მატჩი მარსელში, „ველოდრომზე“ გაიმართა.

„მარსელმა“ საკუთარ კედლებში რომის „ლაციოს“ უმასპინძლა და მატჩი შედეგიან ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში 33-ე წუთზე არკადიუშ მილიკმა პენალტის ნიშნულიდან გახსნა, თუმცა ტაიმის მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე წონასწორობა ფელიპე ანდერსონმა აღადგინა.

49-ე წუთზე იმობილემ სარის გუნდი წინ გაიყვანა, მატჩის გადარჩენა კი „მარსელმა“ 82-ე წუთზე დიმიტრი პაიეს მიერ გატანილი გოლით მოახერხა.

საინტერესოა, რომ „მარსელისთვის“ ეს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩში მეოთხე ნათამაშები ფრეა და გუნდი მე-3 ადგილს 4 ქულით იკავებს, „ლაციო“ კი 5 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ცხრილს „გალათასარაი“ 8 ქულით ლიდერობს.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი რომში ასევე ფრედ, 0:0 დასრულდა.