ავტორიზაცია

მოურინიო: "კონტეს ჩემთან შედარება უადგილოა"

მოურინიო: "კონტეს ჩემთან შედარება უადგილოა"
თარიღი 05 ნოე 2021, 10:41

მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ანტონიო კონტესთან გავლებული პარალელის შესახებ ისაუბრა:

"მე თუ კონტე? თითოეული კლუბის ისტორიაში არსებობენ მწვრთნელები, რომელთა შედარება სხვა დამრიგებლებთან არ ღირს.

ინტერში ასეთები ვართ ერერა და მე, მაგრამ არა იტალიელი თავკაცი. ასე რომ ჩვენი შედარება ამ კლუბის მიმართებაში უადგილოა".

შეგახსენებთ, პორტუგალიელი სპეციალისტი "ნერაძურის" წვრთნიდა 2008-2010 წლებში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ტრებლი მოიგო.

რაც შეეხება იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ტაქტიკოსს, მისი მუშაობით "გველებმა" მოიგეს სკუდეტო, პირველად 2010 წლის შემდეგ.

აქვე დავამატებთ, რომ პირენეელი დამრიგებელი ამჟამად წვრთნის "რომას", აპენინელი მწვრთნელი კი ლონდონის "ტოტენჰემს" ჩაუდგა სათავეში.