ავტორიზაცია

"ორი აშკარა პენალტი წაგვართვეს", - მოურინიომ ბოდო გლიმტთან ვერმოგება მსაჯებს დააბრალა

"ორი აშკარა პენალტი წაგვართვეს", - მოურინიომ ბოდო გლიმტთან ვერმოგება მსაჯებს დააბრალა
თარიღი 05 ნოე 2021, 16:17

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ნორვეგილ „ბოდო გლიმტთან“ ფრის (2:2) შესახებ ისაუბრა.

„საუკეთესოდ აშკარად ვერ ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. როგორც კი ბურთი ვერეტუმდე ან დარბომდე მიდიოდა, ეგრევე დაკარგვა ხდებოდა.

ტაბლოზე ანგარიში 2:2-ა, მაგრამ ორი აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნეს. რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ „ბოდო გლიმტს“ ორი დარტყმა და ორი გოლი ჰქონდა, ჩვენ კი ორი გოლის გარდა ორი აშკარა თერთმეტმეტრიანი დავიმსახურეთ, რომელიც წაგვართვეს.“ - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ გამართულ შეხვედრაში „ბოდო გლიმტმა“ „რომას“ სენსაციური მარცხი აგემა - 6:1, შინ კი რომაელებმა რევანში ვერ აიღეს.