ავტორიზაცია

მესი სამკურნალოდ მადრიდში ჩაფრინდა

მესი სამკურნალოდ მადრიდში ჩაფრინდა
თარიღი 05 Nov 2021, 16:29

„პსჟ-ს“ ფორვარდი ლიონელ მესი, გუშინ მადრიდის საავადმყოფოს ესტუმრა, რათა გეგმიური მკურნალობა დაეგეგმა, რომელიც რამდენიმე თვეზე იქნება გათვლილი.

რამდენიმე საათის მანძილზე არგენტინელმა მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის თერაპიის ორი სეანსი ჩაიტარა. 

ცნობისთვის, ეს ადგილი არგენტინელ ფეხბურთელს 2 სექტემბრის შემდეგ აწუხებს - ტრავმა მან „ვენესუელასთან“ მატჩში (3:1) მიიღო.

პრესაში იწერებოდა, რომ „პსჟ-ს“ შემტევს მუხლი აწუხებდა, თუმცა როგორც AS იტყობინება, ამ ეტაპზე ლეოს მუხლი მწყობრშია და ერთადერთი, რაც მას თამაშის ბოლომდე საშუალებას არ აძლევს - სწორედ მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირია.

მადრიდის ამ კლინიკაში, რომელშიც მესი ჩაფრიდნა, „პსჟ-ს“ რამდენიმე ფეხბურთელი (მათ შორის ნეიმარი) და ლა ლიგის ფეხბურთელთა უმეტესობა მკურნალობენ.