"ბეილი? არავინ დაუვიწყებს იმას, რაც მან ჩვენთვის წარსულში გააკეთა, თუმცა ახლა კარგი დრო არ აქვს", - ანჩელოტი
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გარეტ ბეილის ტრავმაზე ისაუბრა, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.
„რატომ გავუშვით ბეილი ნაკრებში? ფეხბურთელმა ექიმებისგან თანხმობა მიიღო და ვარჯიში შეუძლია. ჩვენ ვერ ვეტყვით უელსს, რომ ბეილი ვერ ითამაშებს, რადგან გვაქვს ობიექტური მონაცემები, გამოკვლევის შედეგები, რომელიც ამბობს რომ ის მწყობრშია.
რატომ ვიცავ ბეილს? პირველ რიგში, მე მამამისი არ ვარ. ბოლო პერიოდში ბეილი, შეიძლება, ზედმეტად კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ არავინ დაივიწყებს, რაც მან „რეალისთვის“ გააკეთა. 2014 წელს ის ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის თასის მოგებაში დაგვეხმარა, გულშემატკივრებს ეს არ დაავიწყდებათ.
მას საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ უნდა გვჯეროდეს. ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, თუ ის თამაშს დაიმსახურებს, მაშინ ითამაშებს კიდეც.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ.
ხვალ, 6 ნოემბერს, „რეალი“ ლა ლიგის მორიგ ტურში საკუთარ კედლებში „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.