ავტორიზაცია

არსენალი იანვარში 80 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს, თუმცა ფეხბურთელს ემირეითსზე გადასვლა დიდად არ სურს

არსენალი იანვარში 80 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს, თუმცა ფეხბურთელს ემირეითსზე გადასვლა დიდად არ სურს
თარიღი 05 Nov 2021, 18:32

„არსენალი“ „ფიორენტინას“ თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა „იებთან“ პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართა. „ფიორეს“ გენდირექტორი ჯო ბარონე და სპორტული დირექტორი დანიელე პრადე ლონდონში იმყოფებოდნენ, რათა მოესმინათ, რას აპირებენ „მეთოფეები“.

„არსენალი“ მზადაა, უკვე იანვარში გადაიხადოს 80 მილიონი ევრო, რომელსაც „ფიორენტინა“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ ითხოვს. ლონდონური კლუბი თანხის ნაწილს ფიქსირებულად გადაიხდის, დანარჩენს კი - ბონუსების სახით.

კლუბებს შორის შეთანხმება ახლოსაა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელს და მის აგენტებს „არსენალში“ გადასვლის დიდი სურვილი არ აქვთ. ვლაჰოვიჩი ზაფხულს ელოდება, რათა უფრო სარფიანი და საინტერესო შემოთავაზებები მოისმინოს.

თუ ასე მოხდა, „ფიორენტინა“ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან ვლაჰოვიჩის „არსენალში“ გაყიდვის შემთხვევაში, გუნდს მისი შემცვლელის მოყვანა უკვე იანვარშივე სურდა და თვალი „სასუოლოს“ფ ორვარდს, დომენიკო ბერარდის დაადგა. 

ამ სეზონში 21 წლის სერბმა სერია ა-ს 1 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ ზაფხულს მისით „ატლეტიკო“ ინტერესდებოდა, თუმცა „ფიორენტინასთან“ თანხაზე ვერ მოილაპარაკა.