ავტორიზაცია

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი: "დიდი უსამართლობა იქნება, თუ ლევანდოვსკი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს"

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი: "დიდი უსამართლობა იქნება, თუ ლევანდოვსკი ოქროს ბურთს ვერ მოიგებს"
თარიღი 05 ნოე 2021, 20:03

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ სოუზამ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შანსებზე ისაუბრა.

"დიდი უსამართლობა იქნება, თუ ლევანდოვსკი ვერ მოიგებს. რობერტი უმაღლეს დონეს ინარჩუნებს. არა მხოლოდ გოლების თვალსაზრისით, არამედ ასისტებისა და გუნდზე თამაშის მხრივაც".

"რობერტი ამჟამად მესისა და რონალდუზე სტაბილურია, უფრო მკაცრი და გამძლეა", - ციტირებს სოუზას სიტყვებს Kicker.

მიმდინარე სეზონში 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ცნობისთვის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება.