ავტორიზაცია

"იდიოტებო, რონალდუ პრესინგისთვის არ უყიდიათ, მესი აკეთებს ამას?", - ფერდინანდმა კრიტიკოსებს უპასუხა

"იდიოტებო, რონალდუ პრესინგისთვის არ უყიდიათ, მესი აკეთებს ამას?", - ფერდინანდმა კრიტიკოსებს უპასუხა
თარიღი 06 ნოე 2021, 18:13

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც ამბობს, რომ გუნდის ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ პრესინგს ნაკლებად მიმართავს.

"იდიოტები. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბომბარდირზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდზე თუ არა", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Goal.com.

"იმისათვის არ უყიდიათ, რათა ირბინოს და პრესინგს მიმართოს. არც "რეალს" უყიდია პიკში მყოფი რონალდუ პრესინგისთვის. რატომ გინდათ ეს ახლა? ჩემთვის ეს სრულიად უაზროა".

"რობერტ ლევანდოვსკის მთავარი თვისება პრესინგია? როცა ჰარი კეინს მსოფლიოში საუკეთესო "ცხრიანად" მოიაზრებდით, მასზე ამბობდნენ: "პრესინგში წარმოუდგენელია"? სერხიო აგუერო, წლების მანძილზე პრემიერ ლიგის საუკეთესო "ცხრიანი". ხალხი ამბობდა: "წარმოუდგენლად მიმართავს პრესინგს"? ასეთი რამ არ ყოფილა".

"მიმართავს პრესინგს ლიონელ მესი? ამის გარეშეც უმკლავდება", - თქვა ფერდინანდმა The Athletic-თან ინტერვიუში.