ავტორიზაცია

ფერდინანდი: "იუნაიტედმა დე ხეას უფრო მეტჯერ დაურტყა, ვიდრე ედერსონს"

ფერდინანდი: "იუნაიტედმა დე ხეას უფრო მეტჯერ დაურტყა, ვიდრე ედერსონს"
თარიღი 06 ნოე 2021, 20:23

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგ მარცხს „მანჩესტერ სიტისთან“ „წითელი ეშმაკების“ ლეგენდა, რიო ფერდინანდი „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

ექს-მცველმა ირონიული, მაგრამ ამავდროულად „იუნაიტედის“ ყველა გულშემატკივრისთვის მტკივნეული კომენტარი გააკეთა:

„იუნაიტედმა დე ხეას უფრო ბევრჯერ დაურტყა ამ მატჩში, ვიდრე ედერსონს. შეუძლებელია ეს რეალობა იყოს.“ - წერს ფერდინანდი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ბოლო სამ ტურში „იუნაიტედმა“ „ლივერპულთან“ და „სიტისთან“ ორი მატჩის ჯამში 0:7 წააგო და ორივე - საკუთარ მოედანზე. 

ფერდინანდის ეს პოსტი იმას უკავშირდება, რომ ამ შეხვედრაში ერიკ ბაილიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „იუნაიტედი" ავტოგოლთან კიდევ რამდენჯერმე იყო ახლოს, როცა გუნდის გადარჩენა ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას უწევდა.