ავტორიზაცია

VIDEO: დილას საჩუქარი ბათუმის დინამოს! გორელებმა დინამო თბილისს მოუგეს

თარიღი 06 ნოე 2021, 21:55

ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი გორის დილასა და დინამო თბილისს შორის მასპინძელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზე, 47-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვებით გორის დილამ თითქმის გაინაღდა მე-3 ადგილი, ხოლო ბათუმის დინამოს კი გორელებმა საჩემპიონო ბრძოლაში შესანიშნავი საქმე გაუკეთეს.

33-ე ტურის შემდეგ გორის დილას 59 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა, ხოლო პირველადგილოსან ბათუმის დინამოს 68 ქულა აქვს.