ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა რაიოსთან მატჩში საქმე გაირთულა, მაგრამ მაინც მოიგო

თარიღი 07 ნოე 2021, 01:55

ლა ლიგის მე-13 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „რაიო ვალეკანო“ დაამარაცხა.

შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„რეალის“ რიგებში მე-14 და 38-ე წუთებზე გოლებით თავი ტონი კროოსმა და კარიმ ბენზემამ გამოიჩინეს, „რაიოდან“ კი გოლი 77-ე წუთზე რადამელ ფალკაომ შეაგდო.

ბოლო წუთები „რეალისთვის“ ძალიან სანერვიულო გამოდგა - „რაიო“ მეტოქის კარს აქტიურად მიაწვა და რამდენჯერმე ანჩელოტის გუნდი ბეწვზე გადარჩა - ერთ მომენტში კროოსმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა, შემდეგი დარტყმა კი ტიბო კურტუამ მოიგერია.

„რეალმა“ 27 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, „რაიო“ კი 20 ქულით მე-6 პოზიციაზეა.