ავტორიზაცია

ატალანტა ფროილერთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ატალანტა ფროილერთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 07 ნოე 2021, 16:49

"ატალანტა" ნახევარმცველ რემო ფროილერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც Calciomercato იტყობინება, ბერგამოელები 29 წლის შვეიცარიელს თანამშრომლობის 2024 წლამდე გაგრძელებას სთავაზობენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფროილერს "ატალანტასთან" მომავალ ზაფხულს ეწურება, გუნდში იგი 2016 წლიდან ირიცხება.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასი გააკეთა.