ავტორიზაცია

რომა რეალიდან ნაჩო ფერნანდესის გადაბირებით ინტერესდება

რომა რეალიდან ნაჩო ფერნანდესის გადაბირებით ინტერესდება
თარიღი 07 ნოე 2021, 16:55

"რომა" "რეალის" მცველ ნაჩო ფერნანდესით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზად არის 31 წლის ესპანელი გაყიდოს და მას იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ თავად მოინდომებს კლუბიდან წასვლას.

2021/22 წლების სეზონში ნაჩომ "რეალის" მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, გამოცდილი უკანახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 8 მილიონ ევროს შეადგენს.