ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი და ზედიზედ მეორე მარცხი სერია ა-ში — მოურინიოს რომამ ვენეციასთან წააგო

თარიღი 07 ნოე 2021, 17:39

იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის ეგიდით, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი "რომა" "ვენეციას" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, მე-3 წუთზე რომაელთა კარი მატია კალდარამ აიღო. 43-ე წუთზე ელდორ შომუდოროვმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო ზუსტად სამ წუთში ტემი აბრაჰამმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

65-ე წუთზე "რომას" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მატია არამუმ ზუსტად შეასრულა და მატჩში ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.

საბოლოო შედეგი 74-ე წუთზე "ვენეციას" ფორვარდმა, დავიდ ოკერეკემ დააფიქსირა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა და "რომას" სერია ა-ში ზედიზედ მეორე მარცხი აგემა.

ამ დაპირისპირების შემდეგ, მოურინიოს შეგირდების აქტივში 19 ქულაა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო "ვენეცია" 12 ქულით მე-14 პოზიციაზეა.