ავტორიზაცია

VIDEO: არსენალმა შინ უოტფორდი დაამარცხა და ოთხეულს მიუახლოვდა

თარიღი 07 ნოე 2021, 19:59

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „არსენალმა“ შინ „უოტფორდი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ემირეითსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ახალგაზრდა ნახევარმცველმა ემილ სმიტ როუმ გაიტანა. 

იქამდე, პირველი ნახევრის 35-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეეძლო თავისი გუნდის დაწინაურება, თუმცა პენალტი გააცუდა.

„არსენალმა“ საწყის სამ ტურში განცდილი 3 მარცხის შემდეგ ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში და 20 ქულით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და მეოთხეადგილოსან „ვესტ ჰემს" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. თუმცა, მოიესის გუნდს ამ ტურის მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს.

„უოტფორდი“ კი 10 ქულით მე-17 პოზიციაზეა.