ავტორიზაცია

ტოტენჰემმა კონტესთან ერთად პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩი ვერ მოიგო

ტოტენჰემმა კონტესთან ერთად პრემიერ ლიგის სადებიუტო მატჩი ვერ მოიგო
თარიღი 07 ნოე 2021, 20:13

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „ევერტონი“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „გუდისონ პარკზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

ამ მატჩში პრემიერ ლიგაში „ტოტენჰემის“ მწვრთნელის რანგში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ანტონიო კონტემ, რომელმაც მატჩზე თავისთვის საყვარელი 3-4-3 (3-4-2-1) აირჩია.

ლორისი, რომერო, დაიერი, დევისი, რეგილონი, სკიპი, ჰოიბიერგი, ემერსონი, სონი, ლუკასი, კეინი.

ამ მატჩში „ტოტენჰემმა“ მეტოქის კარისკენ 8-ჯერ გაისროლა, საიდანაც ზუსტი ვერცერთი დარტყმა ვერ აღმოჩნდა, „ევერტონმა“ კი 12 დარტყმა მოაგროვა და ლორისს თამაშში ჩართვა 2-ჯერ მოუწია.

საბოლოოდ, გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა და მატჩი ლოგიკურ ფრედ დასრულდა.

90+2 წუთზე „ევერტონის" მცველმა ჰოლგეიტმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა და პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რაც შეიძლება მატჩის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ეპიზოდად მივიჩნიოთ.