ავტორიზაცია

VIDEO: გოლების წვიმა და საოცარი მატჩი! ვალენსიამ ატლეტიკოსთან მატჩი სასწაულებრივად გადაარჩინა

თარიღი 07 ნოე 2021, 21:16

ლა ლიგის მე-13 ტურში „ვალენსიამ“ და „ატლეტიკომ“ წლის ერთ-ერთი საუკეთსო მატჩი შემოგვთავაზეს.

შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.

მატჩის 35-ე წუთზე ლუის სუარესმა „ატლეტიკო“ დააწინაურა და პირველი ტაიმი მოაგებინა.

50-ე წუთზე სავიჩმა ავტოგოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა, თუმაც 58-ზე გრიზმანმა და 62-ზე ვრსალკომ „ატლეტიკოს“ უპირატესობა კომფორტული გახადეს.

ბოლო წუთებზე კი, „ატლეტიკოს“ დაემართა ის, რასაც დიეგო სიმეოენს გუნდისგან ყველაზე ნაკლებად ელი - გუნდმა 90+2 და 90+6 წუთზე ორი გოლი გაუშვა (ორივე უგო დუროსგან) და ფრე, 3:3 ითამაშა.

„ატლეტიკომ“ 23 ქულა დააგროვა და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება, „ვალენსია“ კი 17 ქულით მე-10 პოზიციაზეა.