ავტორიზაცია

VIDEO: ვესტ ჰემმა ლივერპულს სეზონის პირველი მარცხი აგემა და ცხრილშიც გადაასწრო

თარიღი 07 ნოე 2021, 22:34

პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „ლივერპულმა“ „ვესტ ჰემთან“ სეზონის პირველი მარცხი იწვნია.

შეხვედრა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მე-4 წუთზე ანგარიში ალისონის ავტოგოლით გაიხსნა. 41-ზე ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა მეორე ნახევრის 67-ე და 74-ე წუთებზე ფორნალსმა და ზუმამ „ვესტ ჰემს“ ორბურთიანი უპირატესობა გაუნაღდეს.

დარჩენილ დროში „ლივერპულმა“ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვეთა მოასწრო, რომელიც დივოკ ორიჯიმ გაიტანა, თუმცა კლოპის გუნდი ამან მარცხისგან ვერ იხსნა.

„ლივერპულისთვის“ ეს სეზონის პირველი მარცხი იყო და გუნდი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა 22 ქულით, „ვესტ ჰემმა“ კი ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო და 23 ქულით მესამე ადგილს იკავებს.