ავტორიზაცია

VIDEO: შანსი მილანს! ნაპოლის ამ სეზონში ქულები მეორედ დაუცდა

თარიღი 07 ნოე 2021, 23:08

სერია ა-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ შინ„ ვერონასთან“ ფრე ითამაშა.

შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მე-13 წუთზე ანგარიში ჯოვანი სიმენემ გახსნა, 18-ზე კი დი ლორენცომ წონასწორობა აღადგინა და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

88-ე და 90+3 წუთებზე „ვერონას“ ბესა და შემდეგ კალინიჩი გაუგდეს, თუმცა ბოლო წუთებში „ნაპოლიმ“ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და ქულები დაკარგა.

„ნაპოლიმ“ 32 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს, თუმცა თავისი მატჩის მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე „მილანი“ გადაინაცვლებს.