ავტორიზაცია

კლოპი: "გარკვეული მომენტები ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა"

კლოპი: "გარკვეული მომენტები ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა"
თარიღი 07 ნოე 2021, 23:42

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ვესტ ჰემთან“ მატჩი შეაფასა (2:3).

„ყველაფერი გარკვეულმა ეპიზოდებმა გადაწყვიტა, რომელთაგან რამდენიმე ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.

მეტოქემ ანგარიში მეკარეზე დაჯარიმების მეშვეობით გახსნა. „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელის ხელმა ალისონი შეაფერხა, როგორ უნდა დაეჭირა მას ბურთი? ეს სისულელეა.

ანგარიში გავათანაბრეთ, თამაშს ვაკონტროლებდით, ისინი კი კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. მეორე ნახევარში მეტოქეს ბევრად ვერ ვჯობდით, მაგრამ ვისურვებდი, რომ შეტევების დროს უფრო ცივსისხლიანები ვყოფილიყავით.

„ვესტ ჰემი“ კარგად მიდის კონტრშეტევებში, ეს ჭკვიანი გუნდია. გარდა ამისა, ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით.

კიდევ ერთი ეპიზოდი - ბურთის უხეში ართმევა აარონ კრესუელის მიერ ჯორდან ჰენდერსონთან ეპიზოდში. დიახ, მან ბურთში ითამაშა, თუმცა ასეთ დროს სხეულიც უნდა აკონტროლო.

საბოლოოდ, ორი ეპიზოდი იყო, რომელმაც მატჩზე გავლენა იქონია. თუმცა, გადაწყვეტილებას „ვესტ ჰემი“ არ იღებდა.

რა უნდა გაეკეთებინა ალისონს? სწორედ ასეთი მომენტების გამო არის მიღებული, რომ მეკარე ხელშეუხებელია. თუ ფეხბურთელი აწეული ხელით ხტება ზემოთ და მეკარის ხელს ეჯახება - ეს ხომ გოლკიპერის სხეულისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხალხი ამბობს, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ მშვიდად ვარ. უბრალოდ საჭიროა მსაჯების მხრიდან ნორმალური გადაწყვეტილებები, რაც დღეს ვერ ვიხილეთ.

ბურთს ზედმეტად ხშირად ვკარგავდით, რაც კონტრშეტევებს იწვევდა. 1:1-ს დროს თამაში ისე მიდიოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. თითქოს, მოთმიმენა გვაკლდა, ზედმეტად ხშირად მივდიოდით საჯარიმომდე, თუმცა ამას სარგებელი ვერ მოჰქონდა. მეტოქე კი ზედმეტად დაბლა იხევდა. საბოლოოდ, ყველაფერი წვრილმანებმა გადაწყვიტა, რომელთაგანაც ზოგი ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.“ - აღნიშნა კლოპმა.