ავტორიზაცია

სიმეონე კომპენსირებულ დროში გაშვებულ ორ გოლზე: "ატლეტიკომ გამარჯვება ჩემ გამო გაანიავა"

სიმეონე კომპენსირებულ დროში გაშვებულ ორ გოლზე: "ატლეტიკომ გამარჯვება ჩემ გამო გაანიავა"
თარიღი 08 ნოე 2021, 10:48

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ლა ლიგის ეგიდით "ვალენსიასთან" (3:3) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

მოგეხსენებათ, მადრიდელები ანგარიშით 3:1-ს იგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვეს და ქულები დაკარგეს.

"ვულოცავ ჩემს გუნდს, ხასიათით ითამაშეს და დავალება შეასრულეს, იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ "ლივერპულთან" ათი კაცით თამაში მოუწია".

"3:1-ს ვიგებდით, მაგრამ ამის შემდეგ მწვრთნელმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ეს ჩემი ბრალია".

"რაც გუნდისთვის მაქვს სათქმელი, გასახდელში ვეტყვი. შემიძლია განვაცხადო, რომ თუ ბოლო ხუთ წუთს არ ჩავთვლით, "ატლეტიკო" კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ ფეხბურთში შეცდომებისთვის ისჯები".

"85-88 წუთი ბრწყინვალედ ვითამაშეთ. მაგრამ მწვრთნელმა შეცდომები დაუშვა და გუნდმა გამარჯვება გაანიავა", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს AS.