ავტორიზაცია

ბოლო მომენტამდე ითმინა — რომელი კლუბისგან ელოდა კონტე შეთავაზებას, სანამ ტოტენჰემს ჩაიბარებდა?

ბოლო მომენტამდე ითმინა — რომელი კლუბისგან ელოდა კონტე შეთავაზებას, სანამ ტოტენჰემს ჩაიბარებდა?
თარიღი 08 ნოე 2021, 11:38

"ტოტენჰემის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ბოლო მომენტამდე სხვა კლუბის ჩაბარებაზე ფიქრობდა.

როგორც ბრიტანულ მედიაში აღინიშნება, საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედზე", რომლისგანაც 52 წლის იტალიელი სპეციალისტი ოლე-გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებას ელოდა.

აქამდე აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "ეშმაკუნები" ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულთან" (0:5) განადგურების შემდეგ ნორვეგიელ სპეციალისტს გაუშვებდნენ და მის შემცვლელად სწორედ კონტეს კანდიდატურას განიხილავდნენ.

მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ სოლსკიაერს კიდევ ერთი შანსი მისცა, ხოლო კონტე "ტოტენჰემის" წინადადებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი "დეზების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოფიციალურად 2 ნოემბერს დაინიშნა.