ახალი კონტრაქტის მიხედვით, რეალში ვინისიუსის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება
"რეალი" თავდამსხმელ ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის პუნქტის ჩადებას გეგმავს - 1 მილიარდი ევროს სახით, წერს 90min.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს ბრაზილიელთან თანამშრომლობის 20208 წლამდე გაგრძელება სურთ.
აგრეთვე, ისიც დაიწერა, რომ 21 წლის შემტევის ანაზღაურება ბონუსების ხარჯზე საგრძნობლად გაიზრდება.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა "რეალის" მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც გააკეთა.