ავტორიზაცია

იუვენტუსი ზამთარში ვიტსელის შეძენას გეგმავს

იუვენტუსი ზამთარში ვიტსელის შეძენას გეგმავს
თარიღი 08 ნოე 2021, 12:37

"დორტმუნდის" ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს, იტყობინება Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ბელგიელისთვის "იუვენტუსი" იბრძვის, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს მის შეძენას.

მიმდინარე სეზონში ვიტსელმა ბორუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.

Transfermarkt-ის ვერსიით, გამოცდილი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს.