ავტორიზაცია

ლივერპული, მანჩესტერი და პრემიერ ლიგის სხვა კლუბები დანდის ვუნდერკინდით ინტერესდებიან

ლივერპული, მანჩესტერი და პრემიერ ლიგის სხვა კლუბები დანდის ვუნდერკინდით ინტერესდებიან
თარიღი 08 ნოე 2021, 12:40

"დანდი იუნაიტედის" მცველმა, კერ სმიტმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის შოტლანდიელისთვის "ლივერპული" იბრძვის.

გარდა მერსისაიდელებისა, ვუნდერკინდით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ევერტონი" და "ასტონ ვილაც" ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში სმიტმა "დანდი იუნაიტედის" პირველ გუნდში 6 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 100 ათას ევროს შეადგენს.