ავტორიზაცია

დეტალები ცნობილია — პიოლი მილანთან ახალ კონტრაქტს აფორმებს

დეტალები ცნობილია — პიოლი მილანთან ახალ კონტრაქტს აფორმებს
თარიღი 08 ნოე 2021, 12:43

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც იწერება, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით სტადიაზეა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 56 წლის სპეციალისტი წლიურად დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს + ბონუსები. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

ოქტომბერში პიოლი სერია ა-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მისი გაწვრთნილი "როსონერი" 32 ქულით "ნაპოლისთან" ერთად იყოფს პირველ და მეორე ადგილებს.