ავტორიზაცია

მილანი, ფიორენტინა და ატლეტიკო რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფორვარდს უმიზნებენ

მილანი, ფიორენტინა და ატლეტიკო რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფორვარდს უმიზნებენ
თარიღი 08 ნოე 2021, 12:46

"მილანი", "ფიორენტინა" და "ატლეტიკო" "რივერ პლეიტის" თავდამსხმელ ხულიან ალვარესით ინტერესდებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

როგორც აღინიშნება, "რივერ პლეიტმა" 21 წლის არგენტინელის 20 მილიონ ევროდ გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო.

მოქმედი კონტრაქტის ვადა ალვარესს თავის გუნდთან 2022 წლის დეკემბერში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა.