ავტორიზაცია

"თავის პოზიციაზე მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესოა", - ტერიმ ნახევარმცველი გამოარჩია

"თავის პოზიციაზე მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესოა", - ტერიმ ნახევარმცველი გამოარჩია
თარიღი 08 ნოე 2021, 13:17

"ჩელსის" ყოფილმა მცველმა, ჯონ ტერიმ პრემიერ ლიგის მე-11 ტურში "ლივერპულთან" (3:2) გამართულ მატჩში "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის, დეკლან რაისის ასპარეზობა შეაფასა.

"დეკლან რაისი მსოფლიო ფეხბურთში თავის პოზიციაზე საუკეთესოა. რა ფეხბურთელია!", - წერს ვეტერანი ინგლისელი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში "ჩაქუჩების" 22 წლის შუახაზელმა ლონდონელთა მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასიც გააკეთა.

11 ტურის შემდეგ, "ვესტ ჰემი" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ლივერპულს", იურგენ კლოპის შეგირდები 22 ქულით მე-4 ადგილზე არიან.