ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერის შემცვლელს არც კი ეძებს - ნორვეგიელი რჩება!

მანჩესტერ იუნაიტედი სოლსკიაერის შემცვლელს არც კი ეძებს - ნორვეგიელი რჩება!
თარიღი 08 ნოე 2021, 16:55

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ოლე გუნარ სოლსკიაერის გაშვებას არ აპირებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისურ გუნდში 48 წლის სპეციალისტის შემცვლელს არც კი ეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ბოლო 3 მატჩში ორი საერთო ანგარიშით 7:0 წააგო „ლივერპულთან“ და „მან სიტისთან“.

დიდი ალბათობით, სოლსკიაერი სულ ცოტა სეზონის ბოლომდე მაინც დარჩება „წითელი ეშმაკების“ სათავეში და შემდეგ, ხელმძღვანელობა შეაფასებს, ღირს ნორვეგიელთან თანამშრომლობა თუ სჯობს სხვა ვარიანტები განიხილონ.

პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ „მანჩესტერმა“ სოლსკიაერს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცა, რომელთაგან ბოლო სწორედ „სიტისთან“ შეხვედრა იყო, რომელიც გუნდმა წააგო. თუმცა, როგორც ჩანს, ნორვეგიელი შანსების მიღებას გააგრძელებს.