ავტორიზაცია

მარტინესი: "მხოლოდ მაშინ ვინერვიულებთ, როცა აზარი ფეხბურთისგან სიამოვნებას აღარ მიიღებს"

მარტინესი: "მხოლოდ მაშინ ვინერვიულებთ, როცა აზარი ფეხბურთისგან სიამოვნებას აღარ მიიღებს"
თარიღი 08 Nov 2021, 16:59

ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, მადრიდის „რეალის“ შემტევის, ედენ აზარის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბელგიელი შემტევი „სამეფო კლუბში“ ბოლო პერიოდში ძალიან ცოტას თამაშობს, როგორც წესი მატჩის ბოლო წუთებზე ეძლევა ხოლმე მცირე სათამაშო დრო. თუმცა, მარტინესი ამ საკითხზე არ ღელავს.

„სამედიცინო თვალსაზრისით ედენი მწყობრშია და ჩვენ ვიცით, რომ ის დამატებითადაც მუშაობს, რომ ფორმა აღიდგინოს.

ის მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს. მხოლოდ მაშინ ვიღელვებთ, თუ ედენი ფეხბურთისგან სიამოვნებას აღარ მიიღებს. ჯერჯერობით ეს ასე არ არის.

ვფიქრობ, მას სეზონის დასრულება შესანიშნავ ფორმაში შეუძლია.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს HLN.