ავტორიზაცია

"მესიმ მომწერა, მაგრამ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე აღარ ღირს ლაპარაკი", - ხავი

"მესიმ მომწერა, მაგრამ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე აღარ ღირს ლაპარაკი", - ხავი
თარიღი 08 Nov 2021, 17:39

„ბარსელონას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ აღიარა, რომ გუნდში დაბრუნებაზე თანხმობის შემდეგ, ლეო მესის ელაპარაკა.

თავის დროზე, მრავალი წლის მანძილზე ხავი და მესი „ბარსას“ მაისურით ერთად თამაშობდნენ.

„ლეო მესიმ მესიჯი მომწერა, წარმატებები მისურვა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში აღარ არის, ისევე როგორც ეტო’ო ან რონალდინიო.

ახლა ჩვენ მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენ გუნდში აღარ თამაშობენ.“ - ციტირებს ხავის სიტყვებს ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „კამპ ნოუზე“ ფეხბურთელის რანგში ერნანდესი 1998-2015 წლებში თამაშობდა.