"მან ჩვენს მცველებს შეურაცხყოფა მიაყენა" - მიქაუტაძე ზლატან იბრაჰიმოვიჩზე
ბელგიური სერენის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა.
21 წლის თავდამსხმელმა dhnet.be-სთან საქართველო-შვედეთის მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ სტოკჰოლმში გამართულ დაპირისპირების დროს ქართველ მცველებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამუდმებულად შეურაცხყოფას აყენებდა.
"მან ჩვენს მცველებს შეურაცხყოფა მიაყენა და თამაშის განმავლობაში შეუწყვეტლივ საუბრობდა თავის თავზე, თუ რამდენად დიდებულია ფეხბურთელია," - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
სამწუხაროდ, სერენის 21 წლის ფორვარდი საზარდულის დაზიანების გამო ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ვერ დაეხმარება.
საქართველოსა და შვედეთის მატჩი 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება.