ავტორიზაცია

სიტიმ იანვარში შესაძლოა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს

სიტიმ იანვარში შესაძლოა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს
თარიღი 08 Nov 2021, 18:41

„მანჩესტერ სიტის“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენა სურს.

El Nacional-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ ტრანსფერის გაჩარხვას მომავალი წლის იანვარში შეეცდებიან.

არაა გამორიცხული, „სიტიმ“ „ბარსელონას“ რაჰიმ სტერლინგისადმი ინტერესი სათავისოდ გამოიყენოს და კატალონიურ გუნდს გაცვლა შესთავაზოს.

თავის მხრივ, დე იონგი „ბარსაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში დაბრუნებას ვერ ახერხებს და ხშირად საკუთარი გულშემატკივრების კრიტიკის საგანიც ხდება.

სტერლინგმა „ეტიჰადზე“ სასტარტოში ადგილი დაკარგა და ღიად აღიარებს, რომ საზღვარგარეთ ძალების მოსინჯვაზე უარს არ იტყოდა.