"18 იანვარს ვეღარავინ დაგიცავს" | მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს მიმართავს
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვზე კვლავ საუბრობს.
როგორც “მანქანა” აცხადებს, ის UFC Performance Institute-ში არ შეუშვეს, რადგან შიგნით რუსი მებრძოლი იმყოფებოდა.
"UFC PI-ს წინ ვდგავარ და დაცვა არ მიშვებს, რადგან მეუბნებიან, რომ შიგნით უმარ ნურმაგომედოვია და მას იცავენ.
ნუ გეშინიათ - ბრძოლამდე, მას არ ვცემ, მაგრამ 18 იანვარს განსხვავებული სცენარი იქნება.
ამ დაწესებულებაში რეაბილიტაციის პროცესი უნდა გამეგრძელებინა, ქარდებისთვის ხელი მომეწერა და მეგობრებთან ერთად მესადილა. რა ჯანდაბა ხდება?
ამ ტიპს დავანგრევ ყველა იმ შეურაცხყოფისა და ტყუილის გამო, რაც ისაუბრა.
უმარ, სჯობს, გამოჩნდე. დღეს გიცავენ, ახლა არ დაგარტყამ, მაგრამ 18 იანვარს ვერავინ დაგიცავს" - ამბობს მერაბი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
"მანქანა" სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დასაცავად რუს მეტოქეს ლოს ანჯელესში დაუპირისპირდება.
მთავარი ქარდი თბილისის დროით 19 იანვარს, 07:00 საათიდან დაიწყება.