ავტორიზაცია

"არ მინდა ერთ-ერთი მათგანი ვიყო", - იბრამ აღიარა, რატომ არ ფიქრობს ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე

"არ მინდა ერთ-ერთი მათგანი ვიყო", - იბრამ აღიარა, რატომ არ ფიქრობს ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე
თარიღი 09 ნოე 2021, 10:43

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, თუ რატომ არ ფიქრობს ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე.

„ჯერ არ გადამიწყვეტია როდის დავასრულებ ფეხბურთის თამაშს. პირიქით, მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო და დასასრულზე არ ვიფიქრო.

არ მინდა ერთ-ერთი მათგანი ვიყო, ვინც ნანობს, რომ კარიერა ნაადრევად დაასრულა, როცა თამაში ჯერ კიდევ შეეძლო.

სანამ ჩემზე მოთხოვნა არის - ვითამაშებ.“ - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sky Sport Italia.

გასულ სეზონში, იბრაჰიმოვიჩი ტრავმებმა ზედმეტად შეაწუხა. მან „მილანის“ 28 მატჩი და ჯამში 209 დღე სხვადასხვა დაზიანებების გამო გამოტოვა. თუმცა, 27 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გოლი და 3 ასისტი მაინც მიითვალა.