"სითამამე არის მოღალატე ცოლთან ცხოვრება", - მილანის ფანებმა ჩალჰანოღლუ არ დაინდეს
„მილანის“ აქტიურმა ფან-დაჯგუფებამ Curva Sud-მა „ინტერის“ 27 წლის ნახევარმცველს, ჰაკან ჩალჰანოღლუს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ თურმა ფეხბურთელმა გასულ ზაფხულს ერთი მილანური გუნდი მეორეზე გაცვალა - ჩალჰანოღლუ თავისუფალი აგენტის სტატუსით „ინტერს“ შეუერთდა.
გუშინწინ, 7 ნოემბერს გამართულ დერბიში, ჩალჰანოღლუმ მატჩის საწყის წუთებზევე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და გოლიც აღნიშნა, რითაც „მილანის“ ქომაგები გააბრაზა, რომლებმაც მოგვიანებით, ქალაქში ფეხბურთელსი შეურაცხმყოფელი ბანერი გამოფინეს:
„სითამამე არის ცხოვრება ცოლთან, რომელმაც გიღალატა და არა მატჩის მე-10 წუთზე ყოფილი გუნდის კარში პენალტის შესრულება. ნეხვი ადამიანი ხარ.“ - წერია ბანერზე, რომელიც ჰაკანს მიეძღვნა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ჩალჰანოღლუ მეუღლეს მისი ღალატის გამო დაშორდა, თუმცა მალევე წყვილი შერიგდა და დღემდე ერთად ცხოვრობს.