ავტორიზაცია

ნაპოლეონური გეგმები - შევჩენკოს თავის ახალ გუნდში სამი ვარსკვლავის მიყვანა სურს

ნაპოლეონური გეგმები - შევჩენკოს თავის ახალ გუნდში სამი ვარსკვლავის მიყვანა სურს
თარიღი 09 ნოე 2021, 10:56

45 წლის ანდრეი შევჩენკომ, რომელმაც ევრო 2020-ს შემდეგ უკრაინის ნაკრები დატოვა, ოფიციალურად ჩაიბარა იტალიური „ჯენოა“.

ბრიტანული გამოცემა The Sun წერს, რომ გენუეზურ გუნდში ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი სელექციას შეუდგა და გუნდში სახელოვანი ფეხბურთელების დაპატიჟების იდეასაც არ გამორიცხავს.

კერძოდ, „ჯენოაში“ შევჩენკოს თავისი თანამემამულის და „სიტის“ მცველის, 24 წლის ალექსანდრ ზინჩენკოს და „ჩელსის“ 23 წლის შემტევის, კრისტიან პულიშიჩის დამატება სურს.

როგორც წყარო ამატებს, იტალიურ გუნდთან მოლაპარაკებების დროს, უკრაინელ მწვრთნელს გუნდის ევროთასების ზონაში დაბრუნება დაევალა და ამ საქმისთვის, შევჩენკოს გუნდის სერიოზულ გაძლიერებასაც დაპირდნენ.

„მილანის“ ექს-ფორვარდს ასევე თვალი აქვს დადგმული „როსონერის“ ესპანელ შემტევზე, სამუ კასტილიეხოზე, რომლის მოშორებასაც იტალიელები გასულ ზაფხულს აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა მან რუსულ „ცსკაში“ წასვლა იუარა.