ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩმა მოხშირებული ტრავმიანობის მიზეზი დაასახელა

იბრაჰიმოვიჩმა მოხშირებული ტრავმიანობის მიზეზი დაასახელა
თარიღი 09 ნოე 2021, 11:00

„მილანის“ 40 წლის შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, გამოთქვა მოსაზრება, თუ რატომ გაატარა გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო.

კერძოდ მუხლის დაზიანების გამო გამოტოვა იბრამ ევროპის ჩემპიონატი, არადა ნაკრებში 2016 წლის შემდეგ პირველად პირველ რიგში სწორედ კონტინენტური პირველობის გამო დაბრუნდა.

„გასულ სეზონში ნამდვილად იმაზე მეტი ტრავმა მქონდა, ვიდრე მჩვევია, მაგრამ დიდწილად ეს იმან გამოიწვია, რომ დისკომფორტის მიუხედავად, დასვენებაზე არასდროს მიფიქრია და მაინც ბოლომდე ვარჯიშს ვუთმობდი ძირითად დროს, ასეთია ჩემი მენტალიტეტი.

მას შემდეგ რაც 30 წელი შემისრულა, შევამჩნიე რომ ფიზიკური ტკივილები აღარ ქრება, უბრალოდ თან მომყვება. იტალიაში, „მილანში“ მყავს ფიზიოთერაფევტი, რომელიც 24 საათის მანძილზე მაკვირდება.

ის ყველა წვრილმანზე საქმეში ერთვება, როგორც კი ვიგრძნობ, რომ რაღაცის მკურნალობა მჭირდება.“ - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Siempre Milan.