ავტორიზაცია

დაბრუნება ახლოვდება - ლამპარდი ინგლისურ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

დაბრუნება ახლოვდება - ლამპარდი ინგლისურ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 09 ნოე 2021, 11:09

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, უახლოეს პერიოდში შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს.

როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი და ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ლამპარდი მოლაპარაკებებს „ნორვიჩთან“ აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შედეგები მიღწეული არ არის.

ლონდონური გუნდიდან იანვარში წასვლის შემდეგ, ლამპარდი სამსახურში დაბრუნებას აქტიურად ცდილობს და „ნორვიჩში“ დანიშვნითაც დაინტერესებულია.

თუმცა, ლამპარდის გარდა, „ნორვიჩის“ შორტ-ლისტში იმყოფებიან „ბორუსიას“ ექს-მწვრთნელი ლუსიენ ფავრი, „ნიუკასლის“ ყოფილი დამრიგებელი სტივ ბრიუსი და ჯონ ტერი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ „ასტონ ვილას“ სამწვრთნელო შტაბი დატოვა.

6 ნოემბერს „ნორვიჩმა“ 45 წლის გერმანელი სპეციალისტი დანიელ ფარკე გაათავისუფლა. საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გუნდმა ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი მატჩი მოიგო.