ავტორიზაცია

"ასეთი უმოწყალო სპორტია ფეხბურთი", - ეშპირიტუს პირველი განცხადება ტოტენჰემიდან გაშვების შემდეგ

"ასეთი უმოწყალო სპორტია ფეხბურთი", - ეშპირიტუს პირველი განცხადება ტოტენჰემიდან გაშვების შემდეგ
თარიღი 09 ნოე 2021, 12:07

„ტოტენჰემიდან“ გაშვების შემდეგ, ნუნო ეშპირიტუ სანტუმ საკუთარი აზრი პირველად გამოთქვა.

„ეს ფეხბურთია - უმოწყალო სპორტის სახეობა. სულ რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დამასახელეს, ახლა კი უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც „ტოტენჰემიდან“ დამითხოვეს.

ასეთია ცხოვრება, მე ვაგრძელებ წინსვლას ახალი გამოწვევების ძიებაში. მინდა, „ტოტენჰემის“ გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო.

ამ კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაზე ვოცნებობდი, მაგრამ ყველაფერი არ წავიდა ისე, როგორც ვგეგმავდი. ასეთია ცხოვრება, ყოველთვის რაღაცას სწავლობ.“ - წერს პორტუგალიელი.

აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემში“ დანიშვნა მისთვის ცუდი ვარიანტი არ აღმოჩნდა - რამდენიმე თვე მან ლონდონური გუნდის მწვრთნელად იმუშავა, შემდეგ კი კონტრაქტის გაწყვეტისთვის გუნდისგან სოლიდური თანხა მიიღო.